IBSU Library

ჩვენ შესახებ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ემსახურება მკითხველს, აწვდის მას ყველა საჭირო ინფორმაციას და ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს კვლევის განხორციელების პროცესში.

ბიბლიოთეკა მოიცავს სამკითხველო დარბაზს (დარბაზებს), რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, წიგნების კატალოგებითა და სხვა რესურსებით სხვადასხვა ენაზე - სახელმძღვანელოები, მონოგრაფები, სამეცნიერო, მხატვრული და ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, გაზეთები, მუსიკა, ყოველდღიური გაზეთები, კარტოგრაფიული და რეფერირებადი გამოცემები, კოლექციები და ელექტრონული რესურსები.

0

Happy Students

0

Our Books

0

Our Teachers

0

OUR COURSES

რას გთავაზობთ ბიბლიოთეკა?

ბიბლიოთეკა სთავაზობს სტუდენტებს შზსუ-ს პროგრამების შესაბამის სახელმძღვანელოებს. სტუდენტებს აქვთ წვდომა საჭირო ლიტერატურაზე და აქვთ შესანიშნავი საშუალება იმუშაონ სხვადასხვა თემებზე. ჩვენი ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია წიგნებით ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ფილოსოფია, ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკა, ბიოლოგია, ქიმია, ისტორია, ლიტერატურა და მეცნიერების სხვა დარგები. ბიბლიოთეკა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, მოწვეული მასწავლებლების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება-გაღრმავების მიზნით უზრუნველყოფს მათ შესაბამისი სამეცნიერო, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით. ბიბლიოთეკა ზრუნავს არსებული საბიბლიოთეკო ფონდების განვითარებაზე და მის სისტემატურ შევსებაზე საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღირებულების მქონე ქართული და უცხოური გამოცემებით; ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მრავალფეროვანი სახელმძღვანელოების და ელ. რესურსების ხელმისაწვდომობას. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობას. ამასთანავე, ბიბლიოთეკა აღჭურვილია ელექტრონულ ბაზაში ჩართული კომპიუტერული ტექნიკით. ბიბლიოთეკა თანამშრომლობს უცხოურ, მათ შორის, საბიბლიოთეკო (EBSCO და სხვ.) ორგანიზაციებთან და უცხოურ უნივერსიტეტებთან, აგრეთვე საქართველოში მოქმედ ფონდებთან, და სხვა ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ბიბლიოთეკა საკუთარ როლს ხედავს სწავლის ხარისხის, მკითხველთა განათლების დონის, სამეცნიერო კვლევისა და საერთო კულტურის ამაღლებაში. აღნიშნულის მისაღწევად, ბიბლიოთეკა: უზრუნველყოფს სასწავლო კურსის სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის არსებობას; უზრუნველყოფს წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი, აუდიო და ვიდეო მასალის შენახვასა და ხელმისაწვდომობას; უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენლისათვის.