ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები
„ჩაკეტილი საზოგადობა და მისი დარაჯები“ გიორგი მაისურაძის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ესსებს აერთიანებს. ჩაკეტილი საზოგადოება საკუთარი ნებით ცდილობს გარესამყაროსგან მოწყვეტას და თვით იზოლაციას. ასეთი საზოგადოების ცვალებადობა მიმართულია არა სიახლისაკენ, არამედ სიძველის გაცოცხლებისაკენ და გატოტალურებისაკენ, რაც მას აუცხოებს და რიყავს დანარჩენი სამყაროსაგან და ანაქრონულს ხდის საკუთარ ეპოქასთან. ადამიანები თავიაანთი შექმნილი მითების ტყვეობაში ექცევიან. გაზღაპრებული წარსული აწმყოს ადგილს იკავებს და ახლის დაბადებას უშლის ხელს. ჩაკეტილი საზოგადოება იმართება ისტორიული თუ მითოლოგიური ფიგურებით, რომელთაც გაჩერებული დროის დაცვა და წარსულში დაბრუნების მესაჭეობა ევალებათ. მათთვის კულტმსახურებას სწორედ ჩაკეტილი საზოგადოების დარაჯები აღავლენენ, რომელთა ერთადერთი სარწმუნოება, ერთადერთი მიზანი სხვა ადამიანების მანიპულაციის ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების მოხვეჭა და განმტკიცებაა.
დამატებითი ინფორმაცია
- ISBN: 9789941154744
- ფიზიკური აღწერილობა: 155 p.
- გამომცემლობა: თბილისი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2011
ხელმისაწვდომი ასლები
- 1 of 1 copy available at შზსუ-ს ბიბლიოთეკები.
დაჯავშნა
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
მდებარეობა | ინვენტარის ნომერი / ასლის შენიშვნები | შტრიხკოდი | თაროზე განთავსების ადგილი | სტატუსი | დასაბრუნებელია |
---|---|---|---|---|---|
მთავარი ბიბლიოთეკა | IBSU 899.969.4 მ-17 064 | IBSU021019064 | Stacks | Available | - |