ეროვნული აჯანყება საქართველოში 1924
2013 წლის 8 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევლითი ინსტიტუტის ხელშეწყობით განხორციელდა ბატონ ტიერი ბერიშვილის წიგნის „1924 ეროვნული აჯანყება საქართველოში“ - პრეზენტაცია. წიგნის ავტორი ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურული ასოციაციის თავმჯდომარეა, ნოე ჟორდანის ინისტიტუტის დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე ლევილ-სიურ-იორჟის საზოგადოება „ქართული კერიის“ წევრიც გახლავთ. წიგნში, რომელიც გამოიცა ქართულ და ფრანგულ ენებზე და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, გამოყენებულია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს არქივი, აგრეთვე ავტორის პირადი არქივი, რუკები და ილუსტრაციები.
დამატებითი ინფორმაცია
- ფიზიკური აღწერილობა: 170 p.
ხელმისაწვდომი ასლები
- 1 of 1 copy available at შზსუ-ს ბიბლიოთეკები.
დაჯავშნა
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
მდებარეობა | ინვენტარის ნომერი / ასლის შენიშვნები | შტრიხკოდი | თაროზე განთავსების ადგილი | სტატუსი | დასაბრუნებელია |
---|---|---|---|---|---|
მთავარი ბიბლიოთეკა | IBSU 320.5315 ბ-52 064 | IBSU022079064 | Stacks | Available | - |