ქალი სარკეში :ფანტასტიკური რომანი
ალექსანდრე აბაშელმა რომანი ქალი სარკეში 1930 წელს გამოაქვეყნა. რასაც მალევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. მწერალს აქამდე მხოლოდ მისი ლექსების კრებულებით იცნობდნენ. რომანი ითვლება ერთ–ერთ პირველ სამეცნიერო ფანტასტიკად არამარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში. რომანის ერთ–ერთ გამოცემაში, რომელთან ერთად ივანე ყიფიანის „ამონიც“ შევიდა, რედაქტორები არიან გურამ გვერდწითელი და გურამ ფანჯიკიძე, ავტორი ასევე გახმაურებული და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფანტასტიკური რომანისა „სპირალი“. ისინი შესავალში წერენ, რომ აბაშელის რომანი „ქალი სარკეში“ და ყიფიანის „ამონი, ანუ ათასი წლის შემდეგ“ ქართულ ლიტერატურაში მეცნიერულ–ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოების შექმნის პირველი ცდებია. მათი თქმით, ამ რომანების დაწერიდან დიდმა დრომ განვლო. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, განვითარების ახალ ეტაპს მიაღწია. ბევრი რამ ფანტაზიიდან დღეს უკვე სინამდვილეს წარმოადგენს: ხალხის მშვიდობიან სამსახურშია ატომი, წარმატებით განხორციელდა დედამიწის თანამგზავრის გაშვება, ადამიანის ფრენა კოსმოსში. ამ და სხვა მიზეზების გამო კი მკითხველს შეიძლება ზოგიერთი რამ გულუბრყვილოდ მოეჩვენოს.[3] რომანი ითარგმნა რუსულადაც და გამოიცა მოსკოვში 1961 წელს გამომცემლობა „Заря Востока“-ს მიერ.[4] წიგნის სხვადასხვა გამოცემის ილუსტრაციები ეკუთვნით სპირიდონ ცინცაძეს და ა. ბანძელაძეს.[5]
დამატებითი ინფორმაცია
- ფიზიკური აღწერილობა: 399
- გამომცემლობა: თბილისი მერანი 1987
ხელმისაწვდომი ასლები
- 1 of 1 copy available at შზსუ-ს ბიბლიოთეკები.
დაჯავშნა
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
მდებარეობა | ინვენტარის ნომერი / ასლის შენიშვნები | შტრიხკოდი | თაროზე განთავსების ადგილი | სტატუსი | დასაბრუნებელია |
---|---|---|---|---|---|
მთავარი ბიბლიოთეკა | IBSU 899.969 ა 13 064 | IBSU025495064 | Stacks | Available | - |