კატალოგი

Record Details

ძიება კატალოგში



სანოტარო სამართალი წიგნი II Cover Image Book Book

სანოტარო სამართალი წიგნი II

მოკლე შინაარსი:

ქართულ დამოუკიდებელ ნოტარიატს 1996 წლიდან მიეცა შესაძლებლობა, განვითარებულიყო და დაემკვიდრებინა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ პერიოდიდან დღემდე ეტაპობრივად იქმნებოდა ქართული ნოტარიატის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, რომლებიც სხვადასხვა დროს არის გამოცემული და მათში არაერთი ცვლილებაა შესული. სწორედ ამ არსებითი ხასიათის ცვლილებებმა შექმნა აუცილებლობა, გამოცემულიყო ეს წიგნი, სადაც დიდი ყურადღება აქვს დათმობილი აქტების შედარებით ანალიზს, არსებული ხარვეზების განხილვას, მათი გამოსწორების გზების დასახვასა და წიგნის ავტორების რეკომენდაციებს. გარდა თეორიული მასალისა, წიგნში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები და კაზუსები, ასევე, კაზუსების ამოხსნის გზები და ვარიანტები. წინამდებარე გამოცემაში განხილულია ნოტარიატის სფეროსთან დაკავშირებული ისეთი სამართლებრივი საკითხებიც, რომლებზე პასუხსაც მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ იძლევა. წიგნი განკუთვნილია მომავალი და მოქმედი ნოტარიუსებისთვის, სტუდენტებისთვის, ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორებისთვის, ზოგადად იურისტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მკითხველს შესაძლებლობა ექნება სიღრმისეულად მოახდინოს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის, ნოტარიუსთა პალატის წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

დამატებითი ინფორმაცია

  • ISBN: 9789941958557
  • ფიზიკური აღწერილობა: 433
  • გამომცემლობა: თბილისი იურისტების სამყარო 2018

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at შზსუ-ს ბიბლიოთეკები.

დაჯავშნა

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
მდებარეობა ინვენტარის ნომერი / ასლის შენიშვნები შტრიხკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი დასაბრუნებელია
მთავარი ბიბლიოთეკა IBSU 346.0023 გ-61 064 IBSU026413064 Stacks Available -


Additional Resources